აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“აშშ რჩება დიპლომატიაში. კერძოდ, შუამავლის როლი შეასრულა ტყვეთა გაცვლის საკითხში. სიები გადაცემულია…აშშ-ში განიხილეს ლიდერების დონეზე შეხვედრებისა და მოლაპარაკებების შესაძლო ფორმატები რუსული ომის დასასრულებლად” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებთან – სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან შეხვედრები გამართა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს, რომელმაც შეხვედრების შესახებ ანგარიში უმეროვისგან დღეს მოისმინა:

„ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ვაგრძელებთ კომუნიკაციას ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან. დღეს რუსტემ უმეროვმა წარადგინა ანგარიში სტივ ვიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა რჩება დიპლომატიაში და, კერძოდ, შუამავლის როლი შეასრულა ტყვეთა გაცვლის საკითხში. საჭირო დონეზე გრძელდება კონტაქტები გაცვლის კონფიგურაციის შესათანხმებლად. სიები გადაცემულია და ჩვენი მოლოდინია, რომ ამერიკული მხარე აქტიური იქნება ამ შეთანხმების რეალიზების უზრუნველყოფაში.

ამერიკაში ასევე განიხილეს ლიდერების დონეზე შეხვედრებისა და მოლაპარაკებების შესაძლო ფორმატები რუსული ომის დასასრულებლად. ცალკე და დეტალურად მოახსენა რუსტემმა იმ ქვეყნებთან კონტაქტების შესახებ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან უკრაინასთან „დრონების გარიგებებით“ (Drone Deals). უკვე 20-მდე ქვეყანაა ჩართული მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე: ოთხი შეთანხმება უკვე ხელმოწერილია და ამ შეთანხმებების ფარგლებში მზადდება პირველი კონტრაქტები; სხვა ქვეყნებთან კი მიმდინარეობს მოსამზადებელი პროცედურები პოლიტიკური შეთანხმებებისთვის, რაც გზას გაუხსნის ბიზნესს. ამ შეთანხმებების წყალობით უკრაინას უკვე გარანტირებული აქვს პირველი ენერგეტიკული შედეგები — უკრაინულ ბაზარზე საწვავის საჭირო მოცულობა უზრუნველყოფილია. იქნება მნიშვნელოვანი ფინანსური შედეგებიც. ახლო აღმოსავლეთის, ყურის ქვეყნების, სამხრეთ კავკასიისა და ევროპის გარდა, მალე „დრონების გარიგებების“ ფარგლებში უსაფრთხოების სფეროში ასეთ ახალ თანამშრომლობას მსოფლიოს კიდევ ერთ ნაწილთან დავიწყებთ. ვამზადებთ სიახლეებს — პოზიტიურს უკრაინისთვის. დიდება უკრაინას!“ – წერს ზელენსკი.

იტვირთბა....