უახლოეს მომავალში მოლდოვაში ჩემ ქართველ კოლეგასთან შეხვედრა მექნება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე „ევროსკოპის“ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
„გვსურს, რომ ჩვენ ქართველ პარტნიორებთან ახალი ფურცელი გადავშალოთ. ერევანში ჩვენს ლიდერებს შორის ისტორიული შეხვედრა იყო. მოსაზრებების კარგი გაცვლა შედგა. ჩვენ მზად ვართ მსგავსი კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელებისთვის. უახლოეს მომავალში მოლდოვაში ჩემს ქართველ კოლეგასთან შეხვედრა მექნება. ამდენად, გვსურს, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მიმართულება შესაფერისად დავალაგოთ. ჩვენი ხალხი და საზოგადოება ამას იმსახურებს. დიახ, ჩვენს ორმხრივ დღის წესრიგში არის რამდენიმე სენსიტიური საკითხი, მაგრამ ჩვენ წინსვლისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ანდრეი სიბიგამ.

