ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში 920 ჯარისკაცი დაკარგა – ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ოკუპანტების დანაკარგებია – 4 ტანკი; 7 ჯავშანტექნიკა; 76 საარტილერიო სისტემა; 1 ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემა; 1557 დრონი; 9 უპილოტო სახმელეთო სისტემა; 231 ერთეული ავტომობილი და საწვავის ტანკერი და 2 სპეციალური აღჭურვილობა.

