აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ფრიდრიხ მერცი – რობერტ ფიცოსთან ვისაუბრებთ მოსკოვში გატარებული დღის შესახებ, მან იცის, რომ ამ საკითხში ჩვენი შეხედულებები არ ემთხვევა, ძალიან მწყინს ეს

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა მწუხარება გამოთქვა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მოსკოვში ვიზიტის გამო. ამის შესახებ მერცმა სტოკჰოლმში შვედეთის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კანცლერს ჰკითხეს მოსაზრება  იმის შესახებ, რომ სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცო 9 მაისს მოსკოვში იმყოფებოდა და რუსეთის ლიდერს შეხვდა.

„რობერტ ფიცომ იცის, რომ ამ საკითხში ჩვენი შეხედულებები არ ემთხვევა. ძალიან მწყინს ეს. ჩვენ ვისაუბრებთ მასთან მოსკოვში გატარებული ამ დღის შესახებ. ჩვენ დღეს აქ, სტოკჰოლმში, ევროპის დღეს ვზეიმობთ, ხოლო ეს რაღაც სულ სხვაა“, – განაცხადა მერცმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსკოვში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს შეხვდა. რუსული მედიის ცნობით, პუტინმა და ფიცომ შეხვედრა ჯერ – პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გამართეს. შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა მედიასთან განაცხადა, რომ რობერტ ფიცოს ვლადიმერ პუტინისთვის ვოლოდიმირ ზელენსკის შეტყობინება არ გადაუცია.

იტვირთბა....