აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე აცხადებს, რომ რობერტ ფიცოს ვლადიმერ პუტინისთვის ვოლოდიმირ ზელენსკის შეტყობინება არ გადაუცია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს  შეხვდა.

რუსული მედიის ცნობით, პუტინმა და ფიცომ შეხვედრა ჯერ – პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გამართეს.

მხარეებს შორის შეხვედრა თითქმის ორი საათი გაგრძელდა.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა გააკეთა.

უშაკოვის თქმით, განხილულ თემებს შორის იყო უკრაინის საკითხი. მისივე თქმით, ფიცომ პუტინს გაუზიარა ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ.

„პრემიერ-მინისტრმა ჩვენს პრეზიდენტსა და დელეგაციას აცნობა, რომ მართლაც შეხვდა ზელენსკის რამდენიმე დღის წინ. ზელენსკიმ მას გაუზიარა მიმდინარე სიტუაციის შეფასებები რუსულ-უკრაინური კონტექსტის ფარგლებში. ვინაიდან კიევის რეჟიმის მეთაურს არავითარი შეტყობინება არ გადაუცია, გამოვიდა ისე, რომ ფიცომ უბრალოდ საკმაოდ დეტალურად აცნობა პუტინს იმის შესახებ, რაზეც, ასე ვთქვათ, ზელენსკისთან ჰქონდა დისკუსია“, – აღნიშნა უშაკოვმა.

სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანმა, რასტისლავ ხოვანეცმა 8 მაისს განაცხადა, რომ მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის პრეზიდენტის შეტყობინებას გადასცემს.

იტვირთბა....