არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ირანის სარაკეტო და დრონების თავდასმხის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ ორი ბალისტიკური რაკეტა და სამი დრონი გაანეიტრალა.
თავდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროების შეიარაღებული ძალები მაღალი მზადყოფნის მდგომარეობაში რჩებიან და სრულად მზად არიან, უპასუხონ ნებისმიერ საფრთხეს და მტკიცედ დაუპირისპირდნენ ქვეყნის უსაფრთხოების შელახვის ნებისმიერ მცდელობას.
გავრცელებული ცნობით, ირანის მიერ არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე თავდასხმების დაწყებიდან, ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ სულ 551 ბალისტიკური რაკეტა, 29 ფრთოსანი რაკეტა და 2 263 დრონი ჩამოაგდო.

