დასავლეთი გამარჯვების დღის აღნიშვნაში უკრაინის ხელით თუ ჩაერევა, არანაირი შეწყალება არ იქნება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მტერი ცდილობს რუსებისთვის წმინდა დღესასწაულის ჩაშლას.
ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა აღმოფხვრას უკრაინის ტერიტორიიდან მომდინარე ნებისმიერი საფრთხე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ისინი, ვინც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ანტირუსული აგრესიის ინსტრუმენტად აქციეს, ყოველდღიურად ცდილობენ დიპლომატიისთვის სულ უფრო და უფრო მეტი პრობლემის შექმნას. ლავროვის განცხადებით, ბრიუსელში დამკვიდრებული დემოკრატები გერმანიასა და ევროატლანტიკური რეგიონის სხვა ნაწილებში რევანშისტურ განწყობებს ახალისებენ.
„გერმანიაშიც იწყებენ იმაზე ფიქრს, საით მიემართება ატლანტიკური ევროპული ინტეგრაცია, რომელსაც ხელმძღვანელობენ ბრიუსელში დასახლებული ბიუროკრატები, რომლებიც ყველანაირად ხელს უწყობენ ასეთ რევანშისტულ განწყობებს გერმანიასა და ევროატლანტიკური რეგიონის სხვა ნაწილებში“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

