აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, ჰორმუზის სრუტეში ამერიკული სამხედრო გემების წინააღმდეგ “არაპროპორციულ თავდასხმებზე” საპასუხოდ ირანში სამხედრო ობიექტები დაბომბეს

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ის ძალებმა ირანის სამხედრო ობიექტები დაბომბეს.

კერძოდ, ინფორმაციის თანახმად, დაიბობმა ობიექტები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტით მყოფი ამერიკული სამხედრო გემების წინააღმდეგ რაკეტებით, დრონებითა და პატარა ნავებით განხორციელებულ “არაპროპორციულ” თავდასხმებზე.

„აშშ-ის ძალებმა ირანის არაპროვოცირებული თავდასხმები ჩაახშეს და თავდაცვის მიზნით თავდასხმებით უპასუხეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

არსებული ცნობებით, აშშ-ის ძალების მიერ მიზანში ამოღებული ირანული ობიექტები მოიცავდა „რაკეტებისა და დრონების გაშვების ადგილებს, სამეთაურო და კონტროლის ადგილებს; დაზვერვის, სათვალთვალო და სადაზვერვო კვანძებს“.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ქეშმის კუნძულზე ბაჰმანის პორტთან მდებარე კომერციული ობიექტები ირანის უსაფრთხოების ძალებსა და „მტერს“ შორის ორმხრივი სროლის სამიზნე გახდა.

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ თავის განცხადებაში განაცხადა, რომ აშშ-ის ძალები „არ ცდილობენ ესკალაციას“, თუმცა სამხედროები „მზად არიან დაიცვან ამერიკული ძალები“.

იტვირთბა....