მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე პუტინის სიტყვით გამოსვლა იგეგმება – ამის შესახებ პუტინის თანაშემწე უშაკოვმა თქვა. მისი თქმით, “გარდა სამხედრო ტექნიკის დემონსტრირებისა, ჩვეულებრივად ჩაივლის”.
მისივე თქმით, 9 მაისს მოსკოვში ჩავლენ ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის, ბელარუსისა და ლაოსის პრეზიდენტები, სლოვაკეთის პრემიერმინისტრი, მალაიზიის უმაღლესი მმართველი და სერბთა რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ჯგუფი.
მანამდე პესკოვმა თქვა, რომ “აქცია “უკვდავი პოლკი“ მოსკოვში 9 მაისს ონლაინ ფორმატში ჩატარდება, მსვლელობა არ იქნება”.

