საზოგადოება

ქვეყნების სია: სად და რატომ მიდიან სამუშაოდ საქართველოდან ყველაზე ხშირად

საქართველოს მოსახლეობა 2002 წელთან შედარებით 15%-ით ანუ 657 731 ადამიანით ნაკლებია, ამ შემცირების ერთ-ერთი მიზეზი ემიგრაციაა.

საქსტატის ცნობით, 2002 წლის შემდეგ საქართველოს ტერიტორია სულ 88.5 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს. ემიგრაციის შესახებ მონაცემები საქსტატმა გამოაქვეყნა.

აღწერის შედეგებით, ემიგრანტთა რაოდენობამ შეადგინა 88.5 ათასი ადამიანი, მათი 44.4% მამაკაცია, 54.6% კი ქალია. საქართველოს ეკონომიკა ამ ადამიანთა მიერ უკან გამოგზავნილ ფულად გზავნილებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.

ქვეყნების მიხედვით კი მიგრაცია ასე გამოიყურება:

 

რუსეთის ფედერაცია – 21.7%

საბერძნეთი – 15.9%

თურქეთი – 11.2%

იტალია – 10.9%

გერმანია – 7.1%

აშშ – 5.7%

ესპანეთი – 4.1%

საფრანგეთი – 3.7%

უკრაინა – 3.7%

აზერბაიჯანი -2%

სხვა ქვეყნები და მიუთითებელი მონაცემები – 13.1%

აღწერის შედეგებით გამოიკვეთა, რომ რუსეთში, საფრანგეთში, უკრაინაში და აზერბაიჯანში ემიგრირებულთა უმრავლესობას მამაკაცები შეადგენენ, ქალების უმეტესობა კი ემიგრირებულია: საბერძნეთში, თურქეთში, იტალიაში, გერმანიაში, აშშ-ში და ესპანეთში.

 

განსხვავებულია ის სამუშაოები რომლებსაც ემიგრანტები უცხოეთში ასრულებენ. 39 წლამდე ასაკის ემიგრანტებში მამაკაცები ჭარბობენ, 40 წელს ზევით ემიგრანტებში კი- ქალები. ასევე 50 წელზე მეტი ასაკის ემიგრანტებში ქალები მამაკაცების რაოდენობას ორჯერ სჭარბობენ. ემიგრანტების უმეტესი ნაწილი 66% უცხოეთში წასვლამდე ქალაქის მაცხოვრებელი იყო, 33% კი სოფლის.

უცხოეთში ემიგრირებული მოსახლეობა საქართველოში ყოველთვიურად დაახლოებით $100 მილიონს აგზავნის. ყოველთვიურად საქართველოში ყველაზე მეტი მოცულობის ფულადი გზავნილი რუსეთის ფედერაციიდან შემოდის. გზავნილების მიხედვით 2016 წლის მარტში უმსხვილესი დონორი ქვეყნების სია ასე გამოიყურება:

 

რუსეთი – $30 მილიონი

აშშ – $10 მილიონი

საბერძნეთი – $9.9 მილიონი

იტალია – $9.8 მილიონი

თურქეთი – $7.4 მილიონი

იტვირთბა....