აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“რუსეთის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 8 და 9 მაისს იმოქმედებს” – დიმიტრი პესკოვი

რუსეთის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 8 და 9 მაისს იმოქმედებს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში ხვალიდან შევა.

„დიახ, საუბარია 8 და 9 მაისის შესახებ“, – აღნიშნა პესკოვმა.

ასევე, მისი თქმით, 9 მაისს დაგეგმილი აღლუმისთვის რუსეთი უსაფრთხოების დამატებით ზომებს მიიღებს.

„როგორც იცით, მნიშვნელოვანი დღესასწაულების წინა დღეს შესაბამისი სპეციალური სამსახურები დამატებით უსაფრთხოების ზომებს იღებენ“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

იტვირთბა....