Левада-Центр: აპრილის ბოლოს პუტინის ელექტორალურმა რეიტინგმა 49% შეადგინა, რაც 2024 წლის თებერვალთან შედარებით 19%-ით ნაკლებია – რუსული სოციოლოგიური კვლევის ცენტრის თანახმად, პუტინმა 2024 წელთან შედარებით რეიტინგი მესამედი დაკარგა. კვლევის ფარგლებში რესპოდენტები პასუხობდნენ კითხვას, ვის მისცემდნენ ხმას, არჩევნები უახლოეს კვირას რომ გამართულიყო.
2025 წლის აპრილიდან დღემდე პუტინის რეიტინგი 13% შემცირდა; წინა წლის აპრილთან შედარებით, გაიზარდა იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებმაც არ იციან, ვის მისცემდნენ ხმას; მომატებულია იმ მოქალაქეების ნაწილი, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ; სხვა პოლიტიკოსების რეიტინგი მხოლოდ 1%-ია;
24 აპრილს გავრცელდა რუსეთის სახელმწიფო სოციოლოგიური სამსახურის კვლევა, სადაც პუტინის საქმიანობის მოწონების რეიტინგის კლება დააფიქსირა. კვლევის მიხედვით, პუტინის მოწონების რეიტინგი აღნიშნული პერიოდის ბოლო ერთ კვირაში 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 65.5%-ს მიაღწია. პუტინის რეიტინგის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ოთხ წელზე მეტი ხნის წინ, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე იყო.

