აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა – ამის შესახებ ალიევმა სოციალურ ქსელში დაწერა:
“ტელეფონით ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. საუბრისას კმაყოფილება გამოითქვა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკის გამო. ასევე, აზრები გავცვალეთ ორმხრივი დღის წესრიგის ფარგლებში გაბალაში გამართული შეხვედრისას განხილული საკითხების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით.“ – წერს ალიევი.

