ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს თეატრია” – მარია რესა მზია ამაღლობელის პატიმრობაზე

“ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს თეატრია” – ამის შესახებ ნობელის პრემიის ლაურეატმა, ფილიპინელმა ჟურნალისტმა, მარია რესამ ​ლონდონში განაცხადა, სადაც “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობასა და საქართველოში არსებულ მძიმე მედია გარემოზე იმსჯელეს. 

მისი თქმით, მზია ამაღლობელის დაპატიმრება ყველა ჟურნალისტს ეუბნება, “ან თვითცენზურას მიმართავთ, ან აქ აღმოჩნდებით”. 

შუშის ყუთი, სამედიცინო მკურნალობაზე უარის თქმა, როდესაც მისი მხედველობა უარესდება, გასულ თვეში პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის თქმა, რადგან ის, და ეს პირდაპირი ციტატაა, “არ ნანობს”. რას არ ნანობს, ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს თეატრია. ჩვენ ეს ვნახეთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც, ეს გამიზნულია ყველა იმ ჟურნალისტის დასაშინებლად, რომელიც ჯერ კიდევ მუშაობს თბილისსა და ბათუმში. 

ნება მომეცით დავუბრუნდე მას, როდესაც ამ ქალს სვამთ ციხეში, პირველ ქალ ჟურნალისტს, რომელიც 1991 წლის შემდეგ დააპატიმრეს, ეს ეუბნება ყველა ჟურნალისტს, ან თვითცენზურას მიმართავთ, ან აქ აღმოჩნდებით. ვერ გექნებათ ჟურნალისტიკა, ვერ გექნებათ დემოკრატია. სწორედ ამიტომ უშვრებიან ამას მზიას და ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ და მე ძალიან მიხარია, რომ ამას ვაკეთებთ,” – განაცხადა მარია რესამ. 

იტვირთბა....