დღეს კიევის რეჟიმის გარშემო გაერთიანდნენ ისინი, ვინც დიდ სამამულო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვებას ეწინააღმდეგებოდნენ და პრონაცისტურ პოზიციებს იკავებდნენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
მისი მტკიცებით, ამ ძალებს თავიანთი რევანშისტული დღის წესრიგის რეალიზება სურთ.
„ყველა, ვინც მაშინ, 85-80 წლის წინ, გამარჯვების წინააღმდეგი იყო, ახლაც მისი წინააღმდეგია. ახლა ყველა, ვინც მაშინ პრონაცისტური პოზიციები დაიკავა, კიევის რეჟიმის გარშემო გაერთიანდა, რათა ის თავისი რევანშისტული – არა მხოლოდ გეგმებისა და განზრახვების – არამედ ღრმად ფესვგადგმული მანიაკალური დამოკიდებულებების განსახორციელებლად გამოიყენონ“, – აღნიშნა ზახაროვამ.

