რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 43 ადამიანი დაშავდა, ხოლო 12 დაიღუპა. ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედოროვი ავრცელებს.
მისი განცხადებით, დაშავებულები 20-დან 66 წლამდე ასაკის არიან და მათი ნაწილი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით კლინიკებში რჩება.
ფედოროვის ინფორმაციით, ამ დროისთვის საავადმყოფოში 18 პაციენტი მკურნალობს. მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა, 14-ის კი საშუალო სიმძიმის. დანარჩენებმა სამედიცინო დახმარება უკვე მიიღეს და მკურნალობას საცხოვრებელ სახლებში აგრძელებენ.

