თეირანის დასავლეთით მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა, 36 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, შენობის ფასადი აალებადი იყო, რამაც ცეცხლის სწრაფ გავრცელებას შეუწყო ხელი.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.

