ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

” ოცნება საკუთარ პროპაგანდისტებს ჯაშუშად აცხადებს და ციხისთვის იმეტებს”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის გიორგი უძილაურის დაკავებას ეხმაურება.
როგორც ზურაბიშვილი წერს, ახალი ტალღა დაწყებულია, „ოცნება“ საკუთარ პროპაგანდისტებს ჯაშუშად აცხადებს და ციხისთვის იმეტებს.

ზურაბიშვილის თქმით, ჯაშუშობისთვის უძილაურის დაკავება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას უკავშირდება. 

ოცნებამ ამოწურა საკუთარ კორუმპირებულ კადრების დაჭერა, საკუთარი ბიზნესიდან ფულის ამოღება,? ალბათ არა და კიდევ ბევრთან დაიჩოქებს აქლენი…

თუმცა ახალი ტალღა დაწყებულია: საკუთარ პროპაგანდისტებს ჯაშუშად აცხადებს და ციხისთბის იმეტებს.

ბოტ-ტროლებო აწი გეშინოდეთ!

საინტერესო ისაა, რომ გუშინ კობახიძე პოზირებდა ევროპელ ლიდერებთან, სიმონიანი კი გაბრაზდა სომხეთზე და მის უმადურობაზე …

“უმადურები ჩვენ არ ვართ” პასუხობს ივანიშვილი, გუშინდელი ხელის ჩამორთმევა ზელენსკისთან არაფერს ნიშნავდა და აი, ჩვენ რა კარგად ვიქცევით თურმე, ევროპულ ქვეყნის სამსახურში მყოფ ჯაშუშს ვიჭერთ და ეს სანამ ჯერ არც დასრულებულა ევროპული სამიტი!,- წერს ზურაბიშვილი

იტვირთბა....