აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სახელმწიფომ 1/3-ით გააძვირა დენი, როდესაც მისი საერთაშორისო ფასი არ გაზრდილა – ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა ბიტკოინების წარმოებაში, რომელიც ძირითადად ივანიშვილის ან მისი ხროვის ფულის საკეთებელი დაზგაა” – ნიკა გვარამია

სახელმწიფომ 1/3-ით გააძვირა დენი, მაშინ, როდესაც დენის საერთაშორისო ფასი არ გაზრდილა – საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა ბიტკოინების წარმოებაში, რომელიც ამ ქვეყანაში ძირითადად ბიძინა ივანიშვილის ან მისი ხროვის ფულის საკეთებელი დაზგაა , – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც ისაუბრა დენის გაზრდილ ტარიფზე.

როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, გადახდილი თანხის გარკვეული ნაწილი მიდის შიდა „მაინინგში“, რომელიც საქართველოში ორია და ორივე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

„არ ვიცი, მოგივიდათ თუ არა უკვე გაზრდილი გადასახადი, მაგრამ მომივიდა და გადავიხადე. აქ არის ორი ქვითარი, შარშანდელი ამ დროის, დაახლოებით იგივე ხარჯვით და ახალი, იგივე ხარჯვით. შარშან იყო 83 ლარი და ახლა არის 103 ლარი. სხვაობა არის 20 ლარი. მინდა, ჩაგიშალოთ, სინამდვილეში სად და რომელ ჯიბეში მიდის 20 ლარი – კონკრეტულად რომელ ჯიბეებში, ციფრების მიხედვით. დენი სახელმწიფომ ოფიციალურად გააძვირა 1/3-ით, სხვა ფასებს რომ იკვლევს, იმ სახელმწიფომ 1/3-ით გააძვირა დენი, მაშინ, როდესაც დენის საერთაშორისო ფასი არ გაზრდილა.

ჩავშალოთ 20 ლარი – სად წავიდა 4 ლარი? 4 ლარი წავიდა შიდა „მაინინგში“. ეს არის ე.წ. საწარმოები, რომელიც ორი არის საქართველოში, ქუთაისის და თბილისის საწარმოები და ორივე ბიძინა ივანიშვილისაა. რომ იცოდეთ, ეს საწარმოები არ იხდიან არცერთ გადასახადს – არც დღგ-ს, არც მოგების და არც ქონების გადასახადებს. ძალიან ცოტა ადამიანს ასაქმებს, ბიძინა ივანიშვილი წერს ფულს და მერე ლექავს უცხოეთის ანგარიშებზე. აი, ამაში ჩვენ ვიხდით. ამ 20 ლარიდან, მე პირადად, 4 ლარი მივეცი ბიძინა ივანიშვილის გამდიდრებას. თქვენ შეგიძლიათ თქვენ ნაწილში დათვალოთ, იმავენაირად ხდება დენის გადადინება აფხაზეთში. ნაცვლად 40%-ისა, რომელიც უნდა მიდიოდეს „ენგურჰესიდან“ მიდის 90% ენგურჰესიდან“ , – განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა ბიტკოინების წარმოებაში, რომელიც „ამ ქვეყანაში ძირითადად ბიძინა ივანიშვილის ან მისი ხროვის ფულის საკეთებელი დაზგაა“.

„ეს გადამეტებული ხარჯვები უზრუნველყოფს ორ რამეს: ჯერ ერთი, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ენერგო დეფიციტი გვექმნება, ანუ ჩვენი ენერგოუსაფრთხოება პრობლემური ხდება და ამით, კიდევ უფრო მეტად ვეჯაჭვებით რუსეთს, მაგრამ ამის გარდა, სეზონებზე, სადაც ექსპორტიორი ვართ, ვყიდით ელექტროენერგიას ამის შესაძლებლობა აღარ გვაქვს და შესაბამისად ვკარგავთ უამრავ ფულს. ჩემი 20 ლარიდან დანაკარგი არის 3 ლარი, ესეც უკვე ჯამში 18 ლარი და ასევე, სხვა სეზონზე, სადაც დანაკლისი გვაქვს ჩვენი იმპორტი იზრდება. ანუ რუსეთიდან და თურქეთიდან ვყიდულობთ ბევრად მეტ ელექტროენერგიას, რომლის ყიდვაც გვიწევს მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი ხარჯავს ამ ფულს საკუთარი ჯიბის გასასქელებლად“ , – აცხადებს გვარამია.

იტვირთბა....