ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სერგეი შამბა სასოწარკვეთილ და განწირულ აფხაზეთზე საუბრობს

„ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ რუსებისათვის საცხოვრებელი ფართების მიყიდვამ შესაძლოა ჩვენი ეკონომიკური პრობლემები გადაჭრას. მაგრამ ეს ერთ-ერთ ინსტრუმენტთაგანია, რომელიც განვითარების რეჟიმში გადაგვიყვანს“ – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერმა, სერგეი შამბამ განაცხადა.

„ახლა ქვეყანაში მძაფრი პოლემიკა მიდის რუსებისთვის საცხოვრებელი ადგილების მიყიდვის გამო, რომელიც უკანასკნელი რამდენიმე ხნის მანძილზე გრძელდება. ამ კუთხით გამოთქმული რამდენიმე გამონათქვამისა და აზრის რეზიუმირებისას, მსურს გავნაცხადო შემდეგი: ჩვენს ოპონენტებთან მძაფრი კონფრონტაციის ერთ-ერთი მიზეზი მსოფლმხედველობის და თემისადმი მიდგომების გამო არსებული განსხვავებაა. ჩვენ განვითარებისკენ ვართ. ჩვენ გვესმის, რომ თუკი, ჩვენს ქვეყანას სიცოცხლეს არ შევძენთ, ჩვენ განწირულები ვართ. ადამიანები სასოწარკვეთაში არიან იმის გამო, რომ გაჭირვებაში ცხოვრობენ დღეს, ისინი სასოწარკვეთაში არიან იმის გამო, რომ ფიქრობენ, რომ არაფერი შეიცვლება მათ ცხოვრებაში უკეთესობისაკენ. ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ რუსებისათვის საცხოვრებელი ფართების მიყიდვამ შესაძლოა ჩვენი ეკონომიკური პრობლემები გადაჭრას. მაგრამ ეს ერთ-ერთ ინსტრუმენტთაგანია, რომელიც განვითარების რეჟიმში გადაგვიყვანს. ჩვენი ოპონენტები გვთავაზობენ დალოდებას. ისინი ამბობენ, რომ მხოლოდ გაუარესდება მდგომარეობა. მაგრამ ჩემი აზრით, ეს არასწორი პოზიციაა იმ პირობებში, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით. დიდი ხანია ამაზე არაფერი მითქვამს, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად იყო შეტანილი, მაგრამ ბევრმა, ამით პოლიტიკური ქულების დაწერა გადაწყვიტა. მგონია, რომ განხილვა უნდა დაიწყოს და და ზუსტად ამ განხილვისას გამოჩნდება ჭეშმარიტება, და არ ღირს ყველა საკითხის პოლიტიზირება” – განაცხადა შამბამ.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის უძრავი ქონების მიყიდვის შესახებ, უკანასკნელი რამდენიმე კვირაა აფხაზეთში ვნებათაღელვა არ წყდება. სპეციალურმა კომისიამ, რომელსაც უნდა განეხილა კანონპროექტის ბედი, გადაეცემოდა თუ არა ის პარლამენტს განსახილველად, საკითხი უარყოფითად გადაწყვიტა, რამაც მოსახლეობაში და ე.წ. აფხაზ პოლიტიკოსებში დიდი პროტესტი გამოიწვია.

იტვირთბა....