„ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, კარგია, რომ ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
როგორც ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად იმისა, რა ვითარებაც არის შექნილი, საბოლოოოდ უნდა ვიფიქროთ საქართველოზე, უკრაინაზე და ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე.
„კობახიძე რას ამბობს, ვერ გეტყვით, მაგრამ კარგია, რომ ეს შეხვედრა შედგა. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგია, რომ ზელენსკი კობახიძეს ესაუბრა. მიუხედავად იმისა, რა ვითარებაც არის შექნილი, ჩვენ საბოლოოოდ უნდა ვიფიქროთ საქართველოზე, უკრაინაზე, ჩვენს შორის ურთიერთობებზე. ამიტომ, კარგია, რომ ზელენსკი კობახიძეს შეხვდა”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

