აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

საფრანგეთის ვაჭრობის მინისტრი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი სტრატეგიული ინდუსტრიებისთვის საფრთხის შექმნას თუ გააგრძელებს, ევროკავშირი ყველა ხელმისაწვდომ ინსტრუმენტს გამოიყენებს

საფრანგეთის ვაჭრობის მინისტრმა, ნიკოლა ფორისიემ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სტრატეგიული ინდუსტრიებისთვის საფრთხის შექმნას თუ გააგრძელებს, ევროკავშირი ყველა ხელმისაწვდომ ინსტრუმენტს გამოიყენებს.

„გამოვიყენებთ ჩვენს ინსტრუმენტებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჩვენი ეკონომიკისა და სტრატეგიული ინტერესების, მაგალითად, ფოლადის მრეწველობის წინააღმდეგ ზედმეტად ბევრი საფრთხე გამოჩნდება. ჩვენ აღარ ვიქნებით გულუბრყვილოები“, – განაცხადა ნიკოლა ფორისიემ.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპის მუქარა ბიზნესსა და ეკონომიკაში დამატებით გაურკვევლობას ქმნის.

საფრანგეთის ვაჭრობის მინისტრი დღეს პარიზში აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელ ჯემისონ გრირს შეხვდება.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ ევროკავშირიდან იმპორტირებულ მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე 25%-იან ტარიფებს დააწესებს. ტრაპმა ამ გადაწყვეტილების მიზეზად ბრიუსელის მიერ სავაჭრო შეთანხმების შეუსრულებლობა დაასახელა. აღნიშნული შეთანხმება შოტლანდიის ქალაქ ტარნბერიში 2025 წლის 27 ივლისს გაფორმდა და ევროკავშირის საქონელზე 15%-იანი ტარიფი განსაზღვრა.

იტვირთბა....