სომხეთი უზრუნველყოფს კასპიის ზღვასა და ცენტრალური აზიისკენ უმოკლეს გზას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერევანში მიმდინარე სომხეთ-ევროკავშირის პირველ სამიტზე განაცხადა.
ევროკომიის პრეზიდენტის თქმით, გზა ადრე დაკეტილი იყო, მაგრამ ახლა, სომხეთის თამამი გადაწყვეტილების წყალობით, სიტუაცია შეიცვალა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, სომხეთს შეუძლია, რეგიონული ცენტრი და გზაჯვარედინი გახდეს.
ურსულა ფონ დერ ლაიენის მტკიცებით, თავის მხრივ, ევროპა მზადაა, ხელი შეუწყოს, მათ შორის ფიზიკურად, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ კავშირებს.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინიდან ირანამდე დაძაბულობა მძვინვარებს, სამხრეთ კავკასიაში სიტუაცია განსხვავებულია. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ძველი ჭრილობები ხორცდება და ევროპას მშვიდობის ხელშეწყობა სურს.

