აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ირანის დარტყმები არაბთა გაერთიანებული საამიროების სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გაუმართლებელი და მიუღებელია” – ემანუელ მაკრონი

ირანის დარტყმები არაბთა გაერთიანებული საამიროების სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გაუმართლებელი და მიუღებელია, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.

მაკრონის თქმით, საფრანგეთი გააგრძელებს თავისი მოკავშირეების მხარდაჭერას არაბთა გაერთიანებული საამიროებსა და რეგიონში.

„მიმდინარე კონფლიქტის მდგრადი გადაწყვეტა მხოლოდ ჰორმუზის სრუტის გახსნით და მყარი შეთანხმებით მიიღწევა, რომელიც რეგიონის ქვეყნებისთვის აუცილებელ უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს, განსაკუთრებით იმ საფრთხეების წინააღმდეგ, რომელსაც ირანის ბირთვული, ბალისტიკური და რეგიონული დესტაბილიზაციის გამომწვევი აქტივობები ქმნის“, – წერს მაკრონი.

იტვირთბა....