აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“სომხეთში ბოლო 24 წელში უკრაინის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებს შორის აქტიური დიალოგის აღდგენის პროცესში ვართ” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა , – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს სომხეთში ბოლო 24 წლის განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის აქტიური დიალოგის აღდგენის პროცესში ვართ“, – წერს ზელენსკი X-ზე.

ზელენსკის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები განიხილა.

„ასევე, განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხი. წინადადება წამოვაყენე, რომ აღდგეს ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის მუშაობა და შემდეგი შეხვედრა მიმდინარე წელს კიევში შედგეს“, – წერს ზელენსკი X-ზე.

იტვირთბა....