უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს რობერტ ფიცოს შეხვდა.
„უკრაინა ღიაა სლოვაკეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის და დაინტერესებულია მტკიცე ურთიერთობების განვითარებით“, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, მან და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა და უახლოეს მომავალში სამთავრობათაშორისო კომისიის ფორმატში მთავრობის სხდომის ჩატარება განიხილეს.
„განვიხილეთ კიევსა და ბრატისლავაში ვიზიტების გაცვლა და შევთანხმდით, რომ გუნდები გრაფიკის მოხედვით იმუშავებენ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, საუბარი, ასევე, შეეხო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს.
„მნიშვნელოვანია, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და მზადაა, ქვეყანას ამ გზაზე დაეხმაროს. მადლობა ამისთვის“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

