აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განვიხილავთ უკრაინის საკითხს და იმას, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მის მხარდასაჭერად და ჩვენთვის საჭირო მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად” – კირ სტარმერი

ერევანში დაგეგმილ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე ერთ-ერთი ცენტრალური თემა უკრაინაში არსებული ვითარება იქნება, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კონფლიქტის შედეგები უკვე თვალსაჩინოა, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის სამიტის მონაწილე ქვეყნებს შორის კოორდინაციას.

„დღეს ჩვენ განვიხილავთ უკრაინის საკითხს და იმას, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მის მხარდასაჭერად და ჩვენთვის საჭირო მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა სტარმერმა.

მისი განცხადებით, სამიტის მონაწილეები ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებს ჰორმუზის სრუტეში.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ პროცესებს გლობალური გავლენა აქვს და გავლენას ახდენს ყველა ქვეყნის ეკონომიკასა და უსაფრთხოებაზე.

„ჩვენ ამაზე ევროპელ და სხვა ლიდერებთან ერთად ვმუშაობთ. ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენზე, რადგან ეს ყველას ეხება“, – განაცხადა სტარმერმა.

მისი თქმით, სამიტზე ასევე განიხილება უკრაინისთვის ევროპული ფინანსური დახმარების მექანიზმის საკითხი. სტარმერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს მონაწილეობას ამ ინიციატივებში სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

იტვირთბა....