აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მოსკოვი აცხადებს, რომ კრემლიდან 6 კმ-ში დრონი ჩამოაგდეს

სამხედრო აღლუმამდე ხუთი დღით ადრე, მოსკოვის ცენტრში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამასთან, დაფიქსირდა მრავალსართულიან შენობაზე მოხვედრა.

„წინასწარი მონაცემებით, უპილოტო აპარატი მოხვდა შენობას მოსფილმოვსკაიას რაიონში. დაშავებულები არ არიან. ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები“, — განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა, რითაც დაადასტურა რუსეთის დედაქალაქზე „თავდასხმა“.

მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ მოსკოვისკენ ორი უპილოტო აპარატი მიფრინავდა, რომლებიც, მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.

Telegram-არხი „Exilenova+“ ამტკიცებს, რომ მოსკოვში ჩამოვარდნილი დრონი წარმოადგენს სრულფასოვან FP-1 ტიპის დამრტყმელ უპილოტო აპარატს.

„ეს არის უკრაინული დამრტყმელი დრონების პირველი დაფიქსირებული გამოჩენა კრემლის უშუალო სიახლოვეს. აღლუმისთვის მზადება სრულად მიმდინარეობს“, — ნათქვამია განცხადებაში.

ადგილობრივი Telegram-არხები ასევე აღნიშნავენ, რომ დრონის ჩამოგდების ადგილიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობამდე მანძილი დაახლოებით 6 კილომეტრია.

იტვირთბა....