„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სადაზვერვო განყოფილებაში აღნიშნავენ, რომ აშშ-ს სულ უფრო ნაკლები არჩევანი რჩება.
მათივე შეფასებით, დიპლომატიურ ასპარეზზე მომხდარი რიგი ცვლილებები ვაშინგტონს კუთხეში აყენებს. ამ ცვლილებებს შორის დასახელებულია ირანის მიერ დადგენილი ერთთვიანი ულტიმატუმი აშშ-ის საზღვაო ბლოკადის მოხსნაზე, ასევე რუსეთის, ჩინეთისა და ევროპული ქვეყნების პოზიციების „ცვლა” ვაშინგტონის მიმართ.
„ტრამპმა უნდა აირჩიოს შეუძლებელ სამხედრო ოპერაციასა და ცუდ გარიგებას შორის ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან, გადაწყვეტილების სივრცე შევიწროვდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

