აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“საჯარო ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ყველგან, შექმნას ისეთი პოლიტიკური და პრაქტიკული სამართლებრივი პირობები, რომელშიც შესაძლებელი იქნება ჟურნალისტების გამოხატვის აუცილებელი თავისუფლების განხორციელება” – საფრანეთის საელჩო

საფრანგეთის საელჩოს საქართველოში, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს სურს, მხარდაჭერა დაუდასტუროს ყველა ქართველ ჟურნალისტს, რომლებიც, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, თავიანთ საქმიანობას ასრულებენ გულმოდგინედ და გაბედულად, საზოგადოებრივი განხილვის გაშუქების მიზნით , – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე განცხადებით, საჯარო ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ყველგან, შექმნას ისეთი პოლიტიკური და პრაქტიკული სამართლებრივი პირობები, რომელშიც შესაძლებელი იქნება ჟურნალისტების გამოხატვის აუცილებელი თავისუფლების განხორციელება.

„ვინაიდან მოქალაქეებისთვის სანდო ინფორმაციის გარეშე დემოკრატია შეუძლებელია, ვინაიდან ხარისხიანი ინფორმაცია მწირი და მყიფე გახდა იმ დროს, როდესაც პროპაგანდა და პოლიტიკური მარკეტინგი ზოგჯერ მარტივი ჭეშმარიტების ძიებას ახშობს, საფრანგეთის საელჩოს საქართველოში, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, 3 მაისს, სურს, მხარდაჭერა დაუდასტუროს ყველა ქართველ ჟურნალისტს, რომლებიც, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, თავიანთ საქმიანობას ასრულებენ გულმოდგინედ და გაბედულად, საზოგადოებრივი განხილვის გაშუქების მიზნით.

საჯარო ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ყველგან, შექმნას ისეთი პოლიტიკური და პრაქტიკული სამართლებრივი პირობები, რომელშიც შესაძლებელი იქნება ჟურნალისტების გამოხატვის აუცილებელი თავისუფლების განხორციელება“, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....