აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა ბალისტიკური რაკეტით და 268 დრონით შეუტიეს

რუსულმა ძალებმა უკრაინის ხერსონის ოლქის დნეპროვსკის რაიონში სამოქალაქო ტრანსპორტს დაარტყეს, რის შედეგადაც 60 წლის მამაკაცი დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.

ამასთან, რუსებმა მეორე თავდასხმაც განახორციელეს, რის შედეგადაც სასწრაფო დახმარების მანქანა დაზიანდა. მედიკოსები არ დაშავებულან.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 3 მაისის ღამეს რუსებმა უკრაინას 268 უპილოტო საფრენი აპარატით და „ისკანდერ-M“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს. უკრაინელებმა 249 დრონი ჩამოაგდეს.

იტვირთბა....