აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნოვოროსიისკში ორ რუსულ ტანკერს დაარტყეს” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილი ორი ტანკერი გაანადგურეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, სადაც შესაბამისი ოპერაციის ვიდეო კადრებსაც ავრცელებს.

„ჩვენი ჯარები აგრძელებენ სანქციების აღსრულებას რუსეთის ჩრდილოვანი ნავთობფლოტის წინააღმდეგ – ორ ასეთ გემს ნოვოროსიისკის პორტის შესასვლელთან დავარტყით. ეს ტანკერები აქტიურად გამოიყენებოდა ნავთობის ტრანსპორტირებისთვის. უკვე ასე აღარაა“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკი მადლობას უხდის გენერალური შტაბის უფროსს ანდრეი გნატოვს ოპერაციის ხელმძღვანელობისთვის, ხოლო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და უკრაინის საზღვაო ძალების კონტრდაზვერვის ოფიცრებს წარმატებული შედეგისთვის.

იტვირთბა....