“აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) რიგით 59-ე ყოველწლიურ შეხვედრას წელს უზბეკეთი, სამარყანდი მასპინძლობს. შეხვედრები 3-6 მაისის პერიოდშია დაგეგმილი.
4 მაისს მმართველთა საბჭოს გახსნითი სესია გაიმართება, სადაც ADB-ის წევრი ქვეყნების ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები სიტყვით გამოვლენ.
მიმდინარე შეხვედრებზე, ლაშა ხუციშვილი და ეკატერინე გუნცაძე იმყოფებიან.
წლევანდელ შეხვედრაზე პოლიტიკური ლიდერები, კერძო სექტორის წარმომადგენლები, ADB-ის პარტნიორები და დაინტერესებული მხარეები განიხილავენ, როგორ არის შესაძლებელი თანამშრომლობით, ინოვაციებითა და ახალი ფინანსური მიდგომებით აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში გეოპოლიტიკური შოკების მიმართ გამძლეობისა და გრძელვადიანი, მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიღწევა.
რიგით 59-ე ყოველწლიური შეხვედრა სამ მიმართულებას მოიცავს: თანამშრომლობა კლიმატური, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური შოკების მიმართ მდგრადობის უზრუნველსაყოფად; ციფრული ტექნოლოგიების განვითარება მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებისთვის; კერძო სექტორში ინვესტიციების წახალისებაში და რესურსების გაძლიერებისა და ფინანსური შესაძლებლობების განვითარებისთვის.
3 მაისს, თბილისის დროით, 14:30 საათზე „აზიის განვითარების ბანკის” პრეზიდენტი, მასატო კანდა პრესკონფერენციას გამართავს და მედიის კითხვებს უპასუხებს.
სამარყანდში იმყოფება „ინტერპრესნიუსის“ რეპორტიორი და სამიტთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს შემოგთავაზებთ.

