აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სააკაშვილის მხრიდან ეკლესიაზე თავდასხმა ემსახურება ეკლესიის დისკრედიტაციას, რათა მარტივად შეძლონ საზოგადოების მანიპულირება სხვადასხვა თემაზე” – ლევან მახაშვილი

სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ ყველაფერს, რაც დაკავშირებული იყო საქართველოს იდენტობასთან, მათ შორის ეკლესიასთან, – ამის შესახებ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტზე, სადაც აღნიშნულია: „ძალიან მიკვირს მედიის, რომელიც ისე აქტიურად აშუქებს პატრიარქის ე.წ. არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას, ვითომ მართლა რაიმე კონკურენტულ პროცესთან გვქონდეს საქმე და ინტრიგა რჩებოდეს. ამ „არჩევნების“ სცენარი დიდი ხანია, დაწერილია ლუბიანკაზე, ინსტრუქციები გაშვებულია ივანიშვილთან და ეკლესიაში, აგენტურასთან“.

„არ ვიტყოდი, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საქართველოს ეკლესია თავდასხმის ობიექტი ამჯერად გახდა, ყოველთვის იყო. ის და „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ ყველაფერს, რაც დაკავშირებული იყო საქართველოს კულტურასთან, იდენტობასთან, მათ შორის ეკლესიასთან. ეკლესია განასახიერებს ყველაფერ ქართულს და იმ მემკვიდრეობას, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი საფუძვლები აქვს. სააკაშვილის მხრიდან ეკლესიაზე თავდასხმა ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურება, რათა მარტივად შეძლონ საზოგადოების მანიპულირება სხვადასხვა თემაზე. ამჯერად, პატრიარქის არჩევის პროცესს იყენებენ. ეკლესია ასეთ მნიშვნელოვან პროცესს როცა გადის, მის შეურაცხყოფასა და ჭრილობაზე ფეხის დაჭერას ცდილობენ. ეს მეტყველებს, რა ინტერესები აქვს სააკაშვილს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

იტვირთბა....