აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მიხეილ სააკაშვილს ქართულ ეკლესიაზე გული თუ მართლა შესტკივა, სჯობს, ხმა საერთოდ არ ამოიღოს, აბსოლუტურ ჭეშმარიტებასაც რომ ამბობდეს, ხალხი მისგან ამას არ მიიღებს” – გიორგი შარაშიძე

მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური მოტივი და საქმის გაფუჭების ინტერესი ამოძრავებს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

დეპუტატს კითხვა დაუსვეს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტზე, სადაც აღნიშნულია: „ძალიან მიკვირს მედიის, რომელიც ისე აქტიურად აშუქებს პატრიარქის ე.წ. არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას, ვითომ მართლა რაიმე კონკურენტულ პროცესთან გვქონდეს საქმე და ინტრიგა რჩებოდეს. ამ „არჩევნების“ სცენარი დიდი ხანია, დაწერილია ლუბიანკაზე, ინსტრუქციები გაშვებულია ივანიშვილთან და ეკლესიაში, აგენტურასთან“.

როგორც შარაშიძემ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ეკლესიაზე საუბრისგან თავი უნდა შეიკავოს.

„ქართული სიბრძნეა, საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო. მიხეილ სააკაშვილს ქართულ ეკლესიაზე გული თუ მართლა შესტკივა, სჯობს, ხმა საერთოდ არ ამოიღოს. მან კარგად იცის, სულ რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება იყოს, ხალხი ამას მისგან არ მიიღებს. მას მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური მოტივი და საქმის გაფუჭების ინტერესი ამოძრავებს. მისი არცერთი განცხადება არ მახსენდება, რომელიც რეალური პრობლემების გადაჭრას ემსახურება. შეიძლება, გარკვეულ შემთხვევაში სიმართლესაც წერდეს, მაგრამ მის მიმართ ქართველი ხალხის დამოკიდებულება როგორიც არის, ის საქმეს აფუჭებს. როცა საქმე ეკლესიას ეხება, მას მოვუწოდებ, ახსოვდეს, ეს დიდი ქართული სიბრძნე“, – განაცხადა შარაშიძემ.

იტვირთბა....