აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

არაბთა გაერთიანებული საამიროებში აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტის საკითხზე ირანის ნდობა არ შეიძლება

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის მრჩევლის, ანვარ გარგაშის განცხადებით, ჰორმუზის სრუტის საკითხზე ირანის ნდობა არ შეიძლება.

მისი თქმით, ირანის მიერ მეზობლების წინააღმდეგ ჩადენილი სასტიკი აგრესიის შემდეგ, არცერთი ცალმხრივი ირანული შეთანხმება არ შეიძლება, იყოს სანდო.

„ჰორმუზის სრუტის გარშემო განხილვებისას კოლექტიური საერთაშორისო ნება და საერთაშორისო სამართლის ნორმები მიიჩნევა როგორც თავისუფალი ნავიგაციის მთავარი გარანტი ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საზღვაო გზაზე, რაც ემსახურება რეგიონისა და გლობალური ეკონომიკის სტაბილურობას ომისშემდგომ პერიოდში. და, რა თქმა უნდა, არცერთ ცალმხრივ ირანულ შეთანხმებას არ შეიძლება, ვენდოთ ან დავეყრდნოთ, ირანის მიერ ყველა მეზობლის წინააღმდეგ ჩადენილი სასტიკის აგრესიის შემდეგ“, – წერს ანვარ გარგაში სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....