უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ კრემლი უკრაინას 9 მაისისთვის ცეცხლის შეწყვეტას პირველ რიგში იმიტომ სთავაზობს, რომ მოსკოვში თავისი ყოველწლიური სამხედრო აღლუმის მშვიდად ჩატარება სურთ.
“მათ სურთ, რომ აღლუმმა მშვიდად ჩაიაროს რამდენიმე საათის განმავლობაში, შემდეგ კი შეტევები განაახლონ. ჩვენ არ გვინდა, რომ ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ტაქტიკურ სიცრუედ იქცეს” – თქვა ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში.
ზელენსკიმ ასაევე აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვასა და ტყვეთა გაცვლას.
“ჩვენ ყოველთვის დადებითად ვპასუხობთ რუსეთთან ნამდვილი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებებს, თუ ასეთი არსებობს” – თქვა მან.

