აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინა და ნიდერლანდები დრონების ერთობლივად წარმოების დაწყებას მიმდინარე წელს გეგმავენ

უკრაინა და ნიდერლანდები Baton-ისა და K4 ტიპის დრონების ერთობლივად წარმოების დაწყებას მიმდინარე წელს გეგმავენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერზე, იურიან ესერზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ველოდებით, რომ წარმოება წელს დაიწყება. პირობები კონფიდენციალურია“, – განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა.

მისი მტკიცებით, ნიდერლანდების თავდაცვის ინდუსტრია არ დაემორჩილება რუსეთის მხრიდან დაშინებას, განსაკუთრებით კომპანია Destinus-თან დაკავშირებით, და უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

„როგორც ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა დილან იეშილგოზ-ზეგერიუსმა განაცხადა, ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიას რუსეთი ვერ დააშინებს. კომპანია უკრაინისთვის დრონებსა და რაკეტებს აწარმოებს და ნამდვილად ცვლილებებს ახდენს. Destinus ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს მნიშვნელოვანი პარტნიორია“, – განაცხადა პრესსპიკერმა.

იტვირთბა....