ირანის უზენაეს ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის სახელით გავრცელებული წერილის მიხედვით, ირანის ისლამური რესპუბლიკა თავის “ბირთვულ და სარაკეტო შესაძლებლობებს” დაიცავს, როგორც ეროვნულ აქტივს, მაშინაც კი, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობს ამ საკითხებზე შეთანხმების მიღწევას.
მოჯთაბა ხამენეის წერილობითი განცხადება ირანის სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელდა.
90 მილიონი ამაყი და საპატიო ირანელი ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ ირანის ყველა იდენტობაზე დაფუძნებულ, სულიერ, ადამიანურ, სამეცნიერო, სამრეწველო და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს – ნანოტექნოლოგიიდან და ბიოტექნოლოგიიდან დაწყებული ბირთვული და სარაკეტო შესაძლებლობებამდე – ეროვნულ აქტივად მიიჩნევს და დაიცავს მათ ისევე, როგორც ისინი იცავენ ქვეყნის წყლებს, ხმელეთსა და საჰაერო სივრცეს,” – აღნიშნულია მოჯთაბა ხამენეის სახელით გავრცელებულ წერილში.
გავრცელებულ წერილში ასევე ნათქვამია, რომ სპარსეთის ყურეში ამერიკელების ერთადერთი ადგილი “მისი წყლების ფსკერია”, რადგან ჰორმუზის სრუტე თეირანის ოკუპაციაში რჩება.
“ღმერთის დახმარებითა და ძალით სპარსეთის ყურის რეგიონის ნათელი მომავალი იქნება მომავალი ამერიკის გარეშე, მომავალი, რომელიც მოემსახურება თავისი ხალხის პროგრესს, კომფორტსა და კეთილდღეობას,” – ნათქვამია განცხადებაში.
ის აცხადებს, რომ თეირანი დაიცავს ყურის რეგიონს და აღმოფხვრის იმას, რასაც ის “მტრის მიერ წყლის გზების ბოროტად გამოყენებას” უწოდებს.

