ისნის რაიონის გამგეობას ფონიჭალაში მცხოვრები სოციალურად დაუცველები აცხადებენ, რომ მათ გამგეობამ გაფუჭებული ქათმები დაურიგა.
როგორც მოქალაქეები აცხადებენ, მუნიციპალიტეტისგან დარიგებულ ქათმებს, განსხვავებული შეფერილობა და სუნი ჰქონდა, რის გამოც მათ საჩუქრად დარიგებული ქათმები ვერ გამოიყენეს და უკან დააბრუნეს.
“ძალიან ცუდი ქათმები იყო, გაშავებული, რომ გავხსენით საშინელი სუნი ჰქონდათ. მაშინვე წავიღე უკან. გამგეობის წარმომადგენლებმა მითხრეს, ჩვენ ვჭამეთო. ნარმანიას გადაეცით დედას წაუღოს და აჭამოს.” – აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული ლალი ჯაბანაშვილი.