ჩვენ არაერთი განცხადება გავაკეთეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები უნდა გადაიტვირთოს, დაიწყოს ახალი ფურცლიდან, – ამის შესახებ კახა კალაძემ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ-ის პრეზიდენტის წინა ადმინისტრაციას საქართველოსთან მიმართებით მტრული დამოკიდებულება ჰქონდა, რომელიც სიცრუეზე და მუქარაზე იყო დაფუძნებული.
„ის დამოკიდებულება, რაც წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჰქონდა საქართველოსთან მიმართებით, კატეგორიულად მიუღებელია. ეს იყო მტრული დამოკიდებულება, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რომელიც იყო სიცრუეზე, მუქარაზე დაფუძნებული. ჩვენ არაერთი განცხადება მოვისმინეთ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილს, არასწორ ინფორმაციას შეიცავდა საქართველოსთან მიმართებით. გვინდა, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ეს ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს და გადაიხედოს. ჩვენ გვინდა ნორმალური, პარტნიორი, მეგობრული ურთიერთობები. ვნახოთ, ველოდებით“, – განაცხადა კალაძემ.

