აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

მიმდინარე წლის 30 აპრილს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერისთან.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში.

„ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების დადებით დინამიკას. ასევე, აღინიშნა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების მნიშვნელობა.

მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსთან პარტნიორობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის კონტექსტში.

გამოითქვა არსებული თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურების მზაობა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....