არ დამეზარა და ამ არხის პირველი სიუჟეტი ვნახე, ძნელია, ამ ყველაფერს ჟურნალისტიკა უწოდო, მით უმეტეს, მიუკერძოებელი, პროპაგანდისტული მცდელობა ვნახეთ, რომ ეკლესიის რეპუტაცია დაეზიანებინათ და მეუფეებისთვის ძირი გამოეთხარათ, – ამის შესახებ ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი არის პროპაგანდისტული ინსტრუმენტი იყო, რომ სხვა ქვეყანაში საკუთარი ინტერესები გაატარო.
„მზად ვართ, რომ ჟურნალისტიკის წახალისებას ხელი შევუწყოთ, მაგრამ ასეთი ძალისხმევა არათუ ხელს უწყობს, არამედ ქვეყანაში სოციალურ შუღლს და დაპირისპირებას აღვივებს. საზოგადოებაზე მსგავსი პროპაგანდისტული ძალმომრეობა მიუღებელია. რატომღაც, პოლონეთი ამ პროცესების წინა ხაზზე აღმოჩნდა. პოლონელი ექიმებით დაწყებული ამ არხით დასრულებული. რატომღაც, ამ ყველაფერს სათავეში პოლონეთი უდგას. რატომ აქვს ამხელა ინტერესი და რატომ დებს ამხელა რესურსს, რომ საქართველოში სოციალური ცეცხლი იყოს დანთებული, ეს საზოგადოებამ განსაჯოს“, – განაცხადა მახაშვილმა.

