ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვანდალური აქტი ბათუმში: კაფეს ბენზინი მოასხეს და ცეცხლი წაუკიდეს

 

ვანდალური ფაქტი ბათუმში. ბათუმის ბულვარში მდებარე მწვანე ბარში ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, კასრებით საწვავი შეიტანეს და მთელ ტერიტორიაზე მოასხეს, სამზარეულოს კი ცეცხლი წაუკიდეს, თუმცა წყლის მილის გადნობის გამო შენობაში ცეცხლი მალევე ჩაქრა.

დაუდგენელმა პირებმა ბარის შესასვლელი კარი გატეხეს და შენობაში ისე შევიდნენ. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობდნენ.

ბარის მეპატრონე დავით მამულაძე პირად მტრობას გამორიცხავს. ის ბიზნეს ინტერესებზე და დაშინებაზე საუბრობს, თუმცა ვისი მხრიდან არ აკონკრეტებს.

Rustavi 2

იტვირთბა....