ბრენტის მარკის ნედლი ნავთობის ფასმა ბარელზე 126 დოლარს გადააჭარბა, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია – CNN წერს, რომ ეს ყველაფერი კი იმ ფონზე მიმდინარეობს, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანში პორტების ხანგრძლივი ბლოკადა გამოაცხადა.
CNN-ის ცნობით, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ხუთშაბათს ღამით 12%-ზე მეტით გაიზარდა, WTI ტიპის ამერიკული ნავთობის ფასი კი 3%-ზე მეტით გაიზარდა და ბარელზე 110 დოლარს გადააჭარბა.
ფასების ეს ბოლო ნახტომი დაემთხვა აშშ-ში ბენზინის საშუალო ეროვნული ფასის ოთხწლიან მაქსიმუმს – დაახლოებით 4.23 დოლარს (AAA-ს მონაცემებით). ეს გამოწვეულია ენერგორესურსებზე ფასების მკვეთრი ზრდით, რაც აშშ-ირანის ომმა გამოიწვია და ფასები 27%-ზე მეტით გაზარდა.
“ბოლო დღეებში ნავთობის გლობალური ფასები გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ირანს შორის პირისპირ მოლაპარაკებები ჩაიშალა. შედეგად, ჰორმუზის სრუტე – ნავთობისა და გაზის გადაზიდვის კრიტიკული არხი, კვლავ ფაქტობრივად დაკეტილია. ტრამპსა და მის მთავარ მრჩევლებს შორის გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სურს ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა გაგრძელდეს. CNN-ის წყაროების თანახმად, მისმა გუნდმა უკვე დაიწყო მზადება ბლოკადის გაგრძელებისთვის, რაც ჰორმუზის სრუტის გრძელვადიან ჩაკეტვასაც გულისხმობს… თებერვლის ბოლოს ომის დაწყების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტი თითქმის ნულამდე შემცირდა, რასაც ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ „ისტორიაში მიწოდების ყველაზე დიდი შეფერხება“ უწოდა. მას შემდეგ, რაც აპრილის დასაწყისში აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შეთანხმება შედგა, სრუტეში ნავთობისა და გაზის ტანკერების რაოდენობა მცირედით გაიზარდა, თუმცა „S&P Global Market Intelligence“-ის მონაცემებით, მათი რიცხვი კვლავ ერთეულებში მერყეობს” – ნათქვამია სტატიაში.

