აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსული საწარმოებისა და ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დაახლოებული პირებისთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ძალაში შევიდა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება. სანქციები დაუწესდება ბელარუსულ საწარმოებს, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებულ აგრესიაში.

სანქციები ასევე გავრცელდება ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დაახლოებულ პირებზეც.

„ეს ჩვენი მრავალი პარტნიორისთვის სიგნალია იმის შესახებ, თუ სად უნდა განხორციელდეს ზეწოლა ამ ომის მასშტაბისა და ინტენსივობის შესამცირებლად. ბელარუსი ამ ომში არ უნდა ჩაერთოს. არ უნდა განხორციელდეს ოპერაციები სხვა ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ და რუსეთის ეს ომი უკრაინის წინააღმდეგ ღირსეული მშვიდობით უნდა დასრულდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სანქციების პაკეტი ბელარუსის 16 მოქალაქეს და 11 იურიდიულ პირს მოიცავს. უკრაინამ სანქციები დაუწესა იმ ბელარუსულ საწარმოებს, რომლებიც რუსეთის ძალებისთვის 122 მმ-იან და 152 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს აწარმოებენ. დასანქცირებულ პირებს შორის არიან ბელარუსის პრეზიდენტის შვილები – ვიქტორ და დმიტრი ლუკაშენკოები, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით პროდუქციის ექსპორტში, ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდებასა და ბელარუსის გავლით რეექსპორტში.

სანქირებულ პირებს შორის არის ალექსანდრ ლუკაშენკოს ნდობით აღჭურვილი პირი ვიქტორ შეიმანიც, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ქვეყანაში მაღალ სახელმწიფო თანამდებობებს იკავებდა. სწორედ შეიმანს უკავშირებენ ე.წ „სიკვდილის რაზმების“ ორგანიზებას, რომლებიც მიზანში იღებდნენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, აქტივისტებსა და საზოგადო მოღვაწეებს. ის ასევე მიიჩნევა რუსულ და ბელარუსულ კომპანიებზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლის სქემების ერთ-ერთ ორგანიზატორად.

შეიმანი უკვე სანქცირებულია აშშ-ის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიისა და კანადის მიერ.

იტვირთბა....