ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბლოკადა გარკვეულწილად უფრო ეფექტურია, ვიდრე დაბომბვა – მათ ჩასუქებული ღორივით სული ეხუთებათ”- ტრამპი ირანზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მან უარყო ირანის წინადადება აშშ-ის ბლოკადის მოხსნისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ.

მას პირველ რიგში ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის გარანტიები სურს. Axios-თან სატელეფონო ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ „მათ არ შეიძლება ჰქონდეთ ბირთვული იარაღი“.

„ბლოკადა გარკვეულწილად უფრო ეფექტურია, ვიდრე დაბომბვა. მათ ჩასუქებული ღორივით სული ეხუთებათ. და მათთვის ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდება. მათ არ შეიძლება ჰქონდეთ ბირთვული იარაღი“, – დასძინა ტრამპმა.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა ბლოკადის ეფექტურობა შეაქო, ინტერვიუს დროს მან შესაძლო სამხედრო გეგმებზე არ უსაუბრია.

„მათ გარიგება სურთ. მათ არ უნდათ, რომ ბლოკადა გავაგრძელო. მე კი არ მინდა [ბლოკადის მოხსნა], რადგან არ მინდა, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ“, – განაცხადა მან.

იტვირთბა....