აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“დონალდ ტრამპთან ჩემი ურთიერთობა კვლავ კარგია” – ფრიდრიხ მერცი

დონალდ ტრამპთან ჩემი ურთიერთობა კვლავ კარგია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

„ჩემი გადმოსახედიდან, აშშ-ის პრეზიდენტთან ჩემი ურთიერთობა კვლავ კარგი რჩება. მე უბრალოდ თავიდანვე ეჭვები მქონდა, თუ რა მოხდა ირანში ომის დაწყებით. სწორედ ამის გამო საკუთარი აზრი მკაფიოდ დავაფიქსირე“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მერცის თქმით, ირანში ომით გამოწვეულ შედეგებს გერმანია და ევროპა გრძნობს.

„ჰორმუზის სრუტის დახურვა პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ენერგომომარაგებასა და ეკონომიკურ მაჩვენებლებზე“, – აღნიშნა ფრიდრიხ მერცმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ირანში ომთან დაკავშირებით მისი პოზიციის გამო გააკრიტიკა.

„გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მიიჩნევს, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა დასაშვებია. მან არ იცის, რას ლაპარაკობს“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

მანამდე, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ აშშ-ს ირანთან მოლაპარაკებებში მკაფიო სტრატეგია არ აქვს.

„ვერ ვხედავ, კონფლიქტიდან გამოსვლის რა სტრატეგიას ირჩევენ ამერიკელები. ნათელია, რომ მოლაპარაკებებში ირანელები ძალიან გამოცდილები არიან, ან უფრო ზუსტად იმაში, რომ მოლაპარაკებები არ აწარმოონ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

იტვირთბა....