ირანის ომი წურავს აშშ-ის სარაკეტო მარაგებს, რაც აფერხებს რუსეთის საზღვარზე მდებარე ნატო-ს მოკავშირეებისთვის იარაღის მიწოდებას. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.
გავრცელებული ცნობით, ფრონტის ხაზზე მყოფი სახელმწიფოები, როგორიცაა ესტონეთი, აცხადებენ, რომ დეფიციტმა შეიძლება შეაფერხოს მზადყოფნა.
ესტონეთს, ფინეთს და ლიეტუვას აცნობეს, რომ აშშ-ის იარაღის მწარმოებლების ტვირთები, მათ შორის HIMARS-ის საბრძოლო მასალა, დაგვიანებით ჩავა.
ესტონეთი აცხადებს, რომ შესაძლოა სხვა მომწოდებლებს, მაგალითად სამხრეთ კორეას, მიმართოს.
„დოიჩე ველეს“ თანახმად, დეფიციტი ხაზს უსვამს ევროპის მუდმივ დამოკიდებულებას ამერიკულ თავდაცვის წარმოებაზე.

