ოპოზიციას რამდენჯერაც ჰერჩინსკი თუ სხვა ელჩი შეაქებს, იმდენი ხმა დააკლდებათ მოსახლეობისგან, ვინაიდან საქართველომ დიდი ხანია, უარი თქვა სატელიტობაზე, ვასალობაზე, ვასალობაში ვერავინ მიგვაბრუნებს, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციაში ჰგონიათ, რომ თუ რომელიმე ელჩი მათ „ტკბილ სიტყვას ეტყვის, ეს არის ხელისუფლებაში მოსვლის საწინდარი“.
„ოპოზიციას ბრიუსელიდან და სხვა ქალაქებიდან, როგორც სტილი ჩამოყალიბებული აქვს სალონური საუბრები. მათ არ ესმით, რას ნიშნავს საქართველო, ქართველი ხალხი, მათთან ურთიერთობა. ფორმალობისთვის უნდა მოინიშნონ, რომ ჰქონდათ რაღაც შეხვედრა, შეატყობინონ მათ დამფინანსებლებს, თითქოს შეხვედრა ჰქონდათ. ამიტომაც არ უნდათ სხვების ყოფნა, რადგან მერე შესაბამისად შეძლონ გაბევრება შეხვედრაზე მყოფი ადამიანების. ეს არის რადიკალების სალონური შეხვედრები, რომლებიც მოწყვეტილები არიან ქართულ რეალობას და ჰგონიათ, რომ ჰერჩინსკი თუ ორ ტკბილ სიტყვას ეტყვის, ეს არის ხელისუფლებაში მოსვლის საწინდარი. არადა პირიქით არის, რამდენჯერაც მათ ჰერჩინსკი თუ სხვა ელჩი შეაქებს, იმდენი ხმა დააკლდებათ მოსახლეობისგან, ვინაიდან საქართველომ დიდი ხანია, უარი თქვა სატელიტობაზე, ვასალობაზე, როცა საბჭოთა კავშირი არა დაშლის შედეგად, არამედ ჩვენი გაცნობიერებული გადაწყვეტილებით დავტოვეთ. ვასალობაში ვერავინ მიგვაბრუნებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

